პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რუსეთის მაიონეზების ბაზარზე ლიდერი შეიცვალა

43

2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მაიონეზების ბაზარზე ლიდერი შეიცვალა. შესაბამისს მონაცემებს Nielsen-ს აქვეყნებს.

აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე გაყიდვადი ბრენდი "სლობოდა" გახდა, რომელიც ჯგუფ "ეფკოს" ეკუთვნის. მაიონეზ "სლობოდას" გაყიდვები, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 33,7 ათასი ტონა შეადგინა.

წინა ლიდერს, რომელიც ბრენდი "Махеевъ"-ია, აღნიშნულ პერიოდში გაყიდვები 3,4%-ით შეუმცირდა და 30,1 ტონა შეადგინა. შესაბამისად, "სლობოდას" საბაზრო ღირებულება 14,7%-დან 16,6%-მდე გაეზარდა, ხოლო მის კონკურენტს, 15,1%-დან 14,9%-მდე შეუმცირდა.

ბრენდი "Махеевъ"-ი, ბაზრის ლიდერი ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა და აქამდე, მაიონეზის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. კომპანია 2001 წელს ვადიმ მახეევმა და ლეონიდ ბარიშევმა დააარსეს.

Comments
Loading...