პირველად, ასწლოვანი ისტორიის მანძილზე, ქართული თაფლი მსოფლიო არენაზე გადის

311

აპიმონდიის კონგრესი 2017, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეფუტკრეობის სექტორში, უკვე 45-ედ, 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გაიმართება.

აპიმონდიის ასწლოვანი ისტორიის მანძილზე წელს პირველად, საქართველო წარმოდგენილი იქნება  აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის სახელით, რომელიც გამოფენს წევრი მეფუტკრეების სხვადასხვა სახეობის თაფლს, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ თაფლსა და მეფუტკრეობის სექტორს.

აპიმონდია ხელს უწყობს მეფუტკრეობის სამეცნიერო, ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, მეფუტკრეთა ასოციაციების, მეფუტკრეობაში ჩართული სამეცნიერო პირებისა და ინდივიდების თანამშრომლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს კონგრესი არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის გაითქვას სახელი, როგორც თაფლის მწარმოებელმა და დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი მეფუტკრეობის წამყვანი ქვეყნების გვერდით. საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში მოხვედრა კიდევ უფრო ამტკიცებს მის როლს თაფლის წარმოების კუთხით.

საქართველო მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო, აპიმონდია კი მოახდენს ქვეყნის წარმოჩენას, როგორც უძველესი აღმოჩენილი თაფლისა და მეფუტკრეობის უძველესი ტრადიციების მიმდევარს, ნატურალური თაფლისა და თაფლის პროდუქტების მწარმოებელს, ქვეყანას, რომელიც უნიკალური ფლორით, ბიომრავალფეროვნებითა და ხელშეუხებელი ლანდშაფტით გამოირჩევა, რაც უკვე ნათლად აისახა დოკუმენტურ ფილმში "ჯარა".

Comments
Loading...