პეტრ პოროშენკომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად დაასახელა

30

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად დაასახელა. ამის შესახებ “112 Украина” წერს.

“ჩვენ კი აღვადგინეთ ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს ტემპი მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინის მაცხოვრებლებმა, რეგიონების მაცხოვრებლების ჩათვლით ეს საკუთარ თავებზე იგრძნონ და არც იმისათვის არის საკმარისი, რომ უკრაინა აღარ იყოს ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა”, -აცხადებს პოროშენკო.

სექტემბრის შუა რიცხვებში, უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაზის ფასის იმპორტირებულ პარიტეტამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ, რაც 2020 წელს მოხდება. 19 ოქტომბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხმარებლებისთვის გაზის საფასური 1 ნოემბრიდან 23,5%-ით გაიზრდება.

Comments
Loading...