პატარკაციშვილის ოჯახი: ვანოს ჩხარტიშვილის ქმედებებს, ინგლისის სასამართლო თაღლითურად მიიჩნევს

426

ბადრი  პატარკაციშვილის ოჯახს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ინგლისში ჩატარებულ სასამართლოზე, ვანო ჩხარტიშვილის სახელით, მისივე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია  სიმართლეს არ შეესაბამება.

ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო ჩხარტიშვილმა უსინდისოდ მიითვისა ბადრი პატარკაციშვილის  ქონება. ეს დასკვნა ინგლისის სასამართლოს არ შეუცვლია. ვანომ მხოლოდ შეძლო გაერთულებინა მისგან თანხის ამღების პროცედურა, საქართველოში სარჩელის ხანდაზმულობის ცნების გამოყენებით. ჩვენ ვაპირებთ,  ინგლისში,  ამ ტექნიკური გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„ვანოს მტკიცებულება სრულად შემოწმდა ინგლისის სასამართლოში და ის თაღლითურად იქნა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ვანომ შეძლო მიეღწია წარმატებისთვის დამატებითი დაცვის შექმნაში, მისი ქმედებების გამო ფულის გადახდის თავიდან არიდებაში, მაგრამ ვანოს ქმედებებს,  ინგლისის სასამართლო, კვლავ თაღლითურად მიიჩნევს. ჩვენთვის გაუგებარია ის განცხადება, რომელიც ვანოს ინგლისელმა ადვოკატებმა გაავრცელეს, იმის შესახებ, რომ ინგლისის სააპელაციო სასამართლომ ვითომ გააუქმა ეს დასკვა“ – აცხადებენ  ჩვენი ინგლისელი ადვოკატები (Signature Litigation LLP).

Comments
Loading...