პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

38

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. ქვეყნის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 -მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრულია 14 მილიარდ 432 მილიონ 900 ათასი ლარით.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მთავარი ნაწილი სოციალური მიმართულების ხარჯებია.

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასები ეზრდებათ როგორც პედაგოგებს, ისე ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯარისკაცებს.

საპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ უჭერს და პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებს.

Comments
Loading...