პარიზი, სინგაპური და ჰონგ-კონგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია

76

Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს 133 დიდი ქალაქში 160 პროდუქტზე ფასები გაანალიზეს და საბაზოდ მიჩნეულ ნიუ-იორკის ფასებთან მათი შედარებით ქალაქების სიძვირის ინდექსები გამოიანგარიშეს. ყველაზე მაღალი ინდექსი პარიზს, სინგაპურს და ჰონგ-კონგს აღმოაჩნდათ.

1. სინგაპური -107
2. პარიზი – 107
3. ჰონგ-კონგი -107
4. ციურიხი – 106
5. ჟენევა -101
6. ოსაკა – 101
7. სეული – 100
8. კოპენჰაგენი – 100
9, ნიუ-იორკი -100
10. ტელ-ავივი – 99
11. ლოს-ანჯელესი – 99

სიძვირის რეიტინგში ფინეთის დედაქალაქი მაინის ფრანკფურტის და სიდნეის გვერდით, მე-16 ადგილზეა, მეზობელი შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი კი 52-ე ადგილზე (ინდექსი 73).

მელბურნის და მილანის ტოლი ინდექსით ლონდონი 22-ე ადგილზეა და ოდნავ ჩამორჩება დუბლინს (მე-19 ადგილი), მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო წინაა, ვიდრე მანჩესტერი, რეიტინგში 81-ე ადგილზეა ათენი, 82-ე ადგილზე ლისაბონი, 90-ე ადგილზე ინდექსით 58 სოფია, 102-ე ინდექსით 52 – მოსკოვი.

ამერიკული დოლარის მიმართ ნაციონალური ვალუტის გაუფასურებამ, შეთავსებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებთან, მნიშვნელოვნად დახია რეიტინგში სან პაულუ (107-ე ადგილი, ინდექსი 53 ), რიო-დე-ჟანეირო (108-ე ადგილი, ინდექსი 52), სტამბოლი (120-ე ადგილი, ინდექსი 46) ბუენოს აირესი (125, ინდექსი 41)

რეიტინგში ბოლო ადგილებზე განლაგდნენ:

129. ბანგალორი (ინდოეთი) – 39
130. ალმათი (ყაზახეთი) – 35
131. ტაშკენტი (უზბეკეთი) – 33
132. დამასკო 9სირია – 25
133. კარაკასი (ვენესუელა) – 15

Economist Intelligence Unit-ის თანახმად, ამა თუ იმ ქალაქის მაცხოვრებელთა კომუნალურ გადასახადთა, ბინის ქირის, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, ბენზინის, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადის და სხვა საქონლის და მომსახურების ფასების შედარების დროს ფასის და ხარისხის თანაფარდობა არ რჩებოდა გაუთვალისწინებელი.
მათი თქმით, ალკოჰოლზე, ტრანსპორტზე და თამბაქოზე ფასების შედარება ერთია და მომსახურებაზე ფასების შედარება – სხვა. მაგალითად, პარიზში 119 დოლარი ღირს ქალის თმის შეკრეჭა, ციურიხში – 74 დოლარი, ოსაკაში – 53 დოლარი, მაგრამ ცხადია, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია მსოფლიო მოდის დედაქალაქში თმის შეკრეჭის უმაღლესი დონე,

Economist Intelligence Unit-ის მკვლევარების მიერ სიძვირის ინდექსის დადგენისთვის გამოყენებული სხვადასხვა მახასიათებლის ფასების შედარებისას ყურადღებას უპირველეს ყოვლისა იქცევს მათ შორის მკვეთრი განსხვავება. მაგალითად, სინგაპურში 1 კგ პურის ფასი 3,4 დოლარია, ხოლო სეულში – 15,59 დოლარი. აღსანიშნავია, რომ ფასი პურზე სეულში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე თითქმის გაორმაგდა (8,16→15,59), ხოლო რიგ ძვირ ქალაქებში შემცირდა. მაგალითად, პარიზში იყო 7,31 დოლარი და არის 5,66 დოლარი.

ლუდი 0,330 ლიტრიანი ყველაზე იაფი ძვირიანი ქალაქებიდან ჰონგ-კონგშია – 1,77 დოლარი, ხოლო ყველაზე ძვირი ნიუ-იორკში – 3,33 დოლარი.

მამაკაცის შარვალ-კოსტუმი ჟილეტით ჟენევაში 573,20 დოლარი ღირს, ხოლო ნიუ-იორკში – 2729,77 დოლარი.

Economist Intelligence Unit-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროპის ქალაქებში, როგორც წესი, ძვირია საცხოვრებელი ბინა, მომსახურება, ძვირი ჯდება დასვენება და გართობა. პარიზი ყველა კატეგორიაში მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ პარიზის ხარჯის გაწევისას. სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით იაფი “უკიდურესად ძვირ” პარიზში მხოლოდ სასმელი, სიგარეტი და ტრანსპორტია.

ამა თუ იმ ქალაქის სიძვირის რეიტინგის კომენტირებისას საინფორმაციო საშუალებები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ძვირი ქალაქები, როგორც წესი, ყველაზე მისაღებები არიან. ასე, მაგალითად, ამავე Economist Intelligence Unit-ის კვლევის თანახმად, საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქების რეიტინგში ოსაკა მესამე ადგილს იკავებს, ხოლო კოპენჰაგენი მეცხრეს. კონსალტინგური კომპანია Mercer-ის ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი საცხოვრებელი პირობების მხრივ რეიტინგში მეორე ადგილზე ციურიხია და მეცხრეზე – ჟენევა.

Comments
Loading...