პანდემიის გამო, დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 27% ფინანსურ სირთულეებს განიცდის

6

პანდემიამ ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფინანსურად დაუცველი დატოვა. როდესაც ძალიან ბევრი ვალით, ან დანაზოგის არარსებობით უნდა გაუმკლავდე ისეთ უარყოფით მოვლენას, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება, ან ცუდი ჯანმრთელობა.

ქვეყნის საბანკო მარეგულირებლის ფინანსური ორგანოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კვლევამ დაადგინა, რომ ბრიტანელი მოზარდების თითქმის 40%, პანდემიის შედეგად ფინანსურად დაზარალდა, ყველაზე მეტად კი ახალგაზრდები, ფერადკანიანები და თვითდასაქმებულები დაზარალდნენ.

FCA-ს თანახმად, იმ ბრიტანელთა რაოდენობა, რომლებსაც აქვთ “მოწყვლადობის მახასიათებლები”, გაიზარდა 27,7 მილიონამდე, ანუ 15%-ით, 2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე. ცუდი ფინანსური სტაბილურობის მქონე ადამიანთა რაოდენობა კი იმავე პერიოდში 3.5 მილიონით გაიზარდა და 14.2 მილიონი შეადგინა.

განსაკუთრებით დაზარალდნენ 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები, თვითდასაქმებულები, სოციალურად დაუცველები და ფერადკანიანები.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო პროგრამები მშრომელთა და ბიზნესის მხარდასაჭერად, მაგრამ ქვეყანა კვლავ მკაცრი იზოლაციის პირობებში რჩება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფინანსური სირთულეები შეიძლება გარკვეული დროით გაგრძელდეს.

ოქტომბერში მოზრდილთა 30%-მა განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მათი შემოსავალი შემცირდება, ხოლო მეოთხედმა თქვა, რომ გაჭირვება ელით. ამის დასაძლევად, ყოველმა მეექვსე ადამიანმა გადაავადა იპოთეკური სესხის გადახდა.

კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური სირთულეები იმდენად მძიმე იყო, რომ მოზრდილთა მესამედი ახლა ძირითადი საყიდლების შემცირებას ცდილობს, ხოლო 11% სასურსათო ბანკის გამოყენებას აპირებს.

FCA-მ განაცხადა, რომ მისმა გამოკითხვამ დადებითი შედეგები აჩვენა. პანდემიის მიუხედავად, მოზრდილთა 15%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მათი ფინანსები არ დაზარალებულა.

Comments
Loading...