პაატა მანჯგალაძე: ჩვენი მტკიცე პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენი ხმა არ იყიდება, ჩვენ არ ვიყიდებით

334

"გიორგი ვაშაძე – ერთობა ახლი საქართველოს" პოლიტკური მდივანი ქართული ოცნების არჩევნებში წარმატების უმთავრეს ფაქორად ამომრჩევლების  ფსიქოლოგიური და სოციალური მანიპულაციას თვლის.

"ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმყოფება საარსებო მინიმუმის მიმღებთა პროგრამაში. შესაბამისად არჩევნების მოახლოებასთან ერთად სოციალურად შეჭირვებული ადამიანებით ხელისუფლების  დაინტერესებისა და "ზრუნვის" რიალური მიზეზიც ცხადია.

"ქართულ ოცნებას" საქართველოს 3634 საარჩევნო უბანზე საშუალოდ 20-30 საარჩევნო მიზნის მქონე დაფინანსებული ე.წ. აგიტატორი ჰყავს, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლებას არანაირი რეალური საარჩევნო პროგრამა და კამპანია არ სჭირდება იდეების, ღირებულებებით სხვა პარტიებთან და კანდიდატებთან კონკურენციისთვის. მათთვის მთავარი დასაყრდენი დაქირავებული 100 000 ე.წ აგიტატორია, რომლებმაც მინიმუმ ქვეყნის მასშტაბით 800 000 ხმა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებისთვის ანუ საშუალოდ, ერთმა აგიტატორმა 7-8 ხმა, რაც საკმაოდ ადვილად მიღწევადი ამოცანაა დაქსაქსული  და რესურსებით შეზღუდული ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ოპოზიციის პირობებში", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პოლიტიკურ მდივანს ამბობს, რომ თუ  მოქალაქეების უმრავლესობა დამოკიდეულებას არ შეიცვლის არჩევანის და ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით, საკუთარითავის წინააღმდეგ მოუწევთ ხმის მიცემა.

Comments
Loading...