პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

136

"ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშივილი პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს.

"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს, იმ შემთხვებისთვის, როდესაც საჭიროება დგება მის მიერ შექმნილი  პრობლემების, სხვა, რომელიმე ისეთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფისთვის გადაბრალება, რომელთაც არ შეუძლიათ მისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. განტევების ვაცის შეწირვის საჭიროება  მაშინ ჩნდება, როცა ის რეალურ ხიფათს  გრძნობს, მაგრამ არ შეუძლია მუქარის წყაროზე-ხალხზე ძალისმიერი  რეაგირება.

ამიტომ ის სხვა, სუსტ, ან საზოგადოების მიერ ათვალისწუნებულ, არაპოპულარულ, წინასწარ შერჩეულ ადამიანებს იღებს სამიზნედ. განტევების ვაცის არსებობას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, რადგან  ბადებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას და განუსაზღვრელ თვითკმაყოფილებას. სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა, ამ ფორმით მართავდეს", – პაატა მანჯგალაძე.

Comments
Loading...