პაატა ლომაძე: კერძო  სადაზღვევო ინდუსტრიას მნიშნელოვანი როლი აქვს  მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე გაწეული  დანახარჯების შემცირებაში

24

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე, ტვ პირველზე,   გადაცემა „ანალიტიკის“ სტუმარი იყო, სადაც ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ,პრემიერის დაანონსებულ   ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. 

ლომაძის თქმით, ის მიესალმება კონკურენციის სააგენტოს კვლევასა და რეკომენდაციებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში , რომელიც ეხება სადაზღვევო კომპანიების როლის გაძლიერებას მედიკამენტების დანიშვნაზე სწორი მენეჯმენტის კუთხით. ლომაძის თქმით სადაზღვევო ინდუსტრიას რამდენიმე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რომლის დახმარებითაც მათი დაზღვეულების დანახარჯეიბ მედიკამენტებზე ხარჯთეფექტური და რაციონალურია და კარგი იქნება, თუ ამ სარგებლის მიღებას კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის გავლით რაც შეიძლება მეტი მოაქალაქე შეძლებს. ამისთვის კი აუცილებელია კერძო დაზღვევის  და სახელმწიფო პროგრამების კომბინირება მოხდეს და მოქალაქეებს, ვინც ჩართულია სახელმწიფო სადაზღვევო სისტემაში საშუალება ჰქონდეთ კერძო დაზღვევაც შეიძინონ.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი : სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სამედიცინო ხარჯების დასაფარად ძალიან დიდი ხარჯის გაღება უწევს საკუთარი ჯიბიდან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დანიშნულებების მართვა. დღესდღეობით ბაზარზე ერთი და იმავე ქიმიური შემადგენლობის მედიკამენტები წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო ნიშაში. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ამის თაობაზე. მათ როგორც წესი, ენიშნებათ პოპულარული ბრენდული დასახელების მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. თუ გვინდა, რომ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები შევამციროთ, აუცილებელია მათი გამოწერის სწორი მართვა მოხდეს.

წლებია,  „ჯიპიაიში“, მედიკამენტების გამოწერის  სისტემა დანერგილი გვაქვს და წარმატებით მუშაობს. ჩვენ ექიმებს  ვაძლევთ სწორ მოტივაციას იმისთვის, რომ რაციონალური დანიშნულება გასცენ და იმოქმედონ მხოლოდ პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე. დაზღვეულ დაუნიშნონ მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი, თუმცა ხარჯთეფექტური მედიკამენტი. ახლა მთავარია ეს სისტემა რაც შეიძლება გაფართოვდეს. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ მთავრობას ამ კუთხით ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და მოსახლეობას მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდეს.

გადაცემაში სტუმრობისას ჯიპიაის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველას, ვინც  ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, საშუალება მიეცეს , რომ ასევე ჩაერთოს კერძო სადაზღვევო სისტემაში და შემავსებელი სადაზღვევო პოლისების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს, რომლითაც სხვადასხვა დამატებითი ხარჯის ანაზღაურება შესაძლებელი იქნება.

პაატა ლომაძე : კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას, აქვს შესაძლებლობა მოსახლეობას სამედიცინო ხარჯების შემცირებაში დაეხმაროს.  ჩვენ ვთანამშრომლობთ ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან და ვართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი და ამის გათვალისწინებით გვაქვს ბევრად უფრო დაბალი და შეღავათიანი ფასები მედიკამენტებზე. ეს შეღავათები ჩვენს დაზღვეულებზეც ვრცელდება. ამასთან, ჩვენი დაზღვევა მაღალი პროცენტით უფინანასებს დაზღვეულს მედიკამენტს და შესაბამისად მას ეხმარება ამ ხარჯების გაწევაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თუ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ და საქართველოს ყველა მოქალაქემ შეძლოს ისარგებლოს  შეღავათებით, აუცილებელია სახელმწიფომ და კერძო სადაზღვევო ინდუსტრიამ ითანამშრომლოს. უნდა შევქმნათ კომბინირებული პროდუქტები,  ადამიანებს მივცეთ საშუალება მათთვის საჭირო პროდუქტებით ისარგებლონ და  მნიშვნელოვნად შეამცირონ საკუთარი ჯიბიდან ძვირადღირებულ კვლევებსა და მედიკამენტებზე თანხი გადახდა.

საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე  საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს. ინიციატივა სავარაუდოდ ბევრ სხვადასხვა საკითხს შეეხება, მათ შორის  მედიკამენტების ფასებს, თურქეთის ბაზრის გახსნას, ჰოლდინგურ კომპანიებსა და სხვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, ცვლილებები უახლოეს მომავალში მზად იქნება და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

Comments
Loading...