ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების აქტივები 481.6 მილიონი ლარით გაიზარდა

33

2018 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 481.6 მილიონი ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი ნოემბრისათვის 38.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.

Comments
Loading...