ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 237.5 მლნ ლარით გაიზარდა

37

2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237.5 მილიონი ლარით (2.2 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 684.3 მილიონი ლარით (4.9 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.3 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.8 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2018 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.6 პროცენტით ანუ 484.2 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.36 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით.

Comments
Loading...