ოლაფ ზიმელკა: საქართველოში დიდი პოტენციალია ენერგოეფექტურობის მიმართულებით

209

საქართველოში ენერგოეფექტურობის სექტორის განვითარება იყო  მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და დონორ ორგანიზაციებთან გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KFW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა დაცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში ორი ძირითადი მიმართულებით – ენერგოეფექტურობისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კუთხით მუშაობენ.

"ჩვენი აზრით, საქართველოში ენერგოეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც დღეის მდგომარეობით განვითარების სტადიაშია. მიგვაჩნია, პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომ სამშენებლო კომპანიებმა და მწარმოებლებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესონ ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ მზად ვარ სამინისტროსთან ამ კუთხით ვითანამშრომლოთ", – განაცხადა ოლაფ ზიმელკამ.

Comments
Loading...