„ოკუპაცია – 100 წლის შემდეგ“

„რუსეთი ქამელეონივით არის ჯერ თეთრი იყო, შემდეგ წითელი, ახლა შავობისთვის ემზადება თუმცა, ბუნებას ის არ იცვლის და მისი დაპყრობილი ხალხების ბედი სულ უფრო და უფრო უარესდება“, – ხელნაწერთა ეროვნულის ცენტრის საგამოფენო დარბაზში, მთავარმა მასპინძელმა ნესტან ბაგაურმა, სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო 25 თებერვალს, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვისა” და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ონლაინ გამოფენა და პანელური დისკუსია, თემაზე: „ოკუპაცია – 100 წლის შემდეგ”.

7

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-1921 წლების მთავრობის მოღვაწეთა საარქივო ჩანაწერები, დოკუმენტები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს, რამდენად მძიმედ აღიქვეს მაშინ საქართველოში რუსული ოკუპაცია, როგორ ებრძოდნენ იმ საშინელებას, საქართველოში დარჩენილი მოღვაწეები და როგორ დაიწყო ჩვენი ქვეყნის სულ სხვა ისტორია – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრანტული ისტორიის ფურცლები, 1921 წლის 25 თებერვალს, როგორ შუქდებოდა ოკუპაციის დღე ემიგრანტულ პრესაში.

ონალიანგამოფენასა და პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის ქუთაისის კადეტთა აკადემიიდან და განსაკუთრებული იყო მათი ხილვა ონლაონ გამოფენის იმ აუდიტორიისთვის რომელთა რიცხვი 60-ს აღემატებოდა, ამასთან ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ირლანდიაში, გერმანიასა და თურქეთში, ასევე ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან, სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიკოსთა ლიგის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის წევრები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 


პანელური დისკუსიის ნაწილს გაუძღვნენ ჩვენი თანამედროვეობის ახალგაზრდა მკვლევარები:
შორენა მურუსიძე, რომელიც არის ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობის ისტორიის მკვლევარი, მანუჩარ გუნცაძე, რომელიც ასევე, გახლავთ ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი და ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის მკვლევარი, დიმიტრი სილაქაძე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო საკითხების მკვლევარი, ეროვნული არქივის მეცნიერი და ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

„ოკუპაცია 100 წლის შემდეგ“-ამ სახელწოდებით განხორციელებული ონლაინგამოფენა და პანელური დისკუსია ყველაზე იმედიანი ფრაზით დასრულდა, რომელიც კალიგრაფიულად ემიგრაციაში მცხოვრებმა 12 წლის ალექს ტარიელაშვილმა შეასრულა
„ცოტაც მოიცადე აფხაზეთო ვიზრდებით პატარა ვაჟკაცები“

Comments
Loading...