ოზურგეთში ZARA-ს სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

498

“თურქული კომპანია ENA Textile დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ესპანეთში იყვნენ წასულები, შეიკრიბა საბჭო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში აეშენებინათ ZARA-ს საწარმოო”, – ამის შესახებ გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გია სალუქვაძემ განაცხადა.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული აღნიშნავს, რომ სალუქვაძე განმარტავს, რომ ENA Textile-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ხვალ იყო დანიშნული.

“შეხვედრა 12 საათზე უნდა გვქონოდა, სამწუხაროდ სტამბოლის აეროპორტში შექმნილი ვითარების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მაგრამ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთი კვირის თავზე, 16 იანვრისთვის ჩამოვლენ.

მენეჯმენტის მთლიანი “სტაფი” ჩამოდის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ნახონ ტერიტორია და სამართლებრივი საკითხები გავიაროთ.

რა ტერიტორიას შეთავაზებთ?

ოზურგეთში არის ტერიტორია, სადაც ადრე ჩაის ფაბრიკა იყო. სურათებიც გადაიღეს. თუ ამ ტერიტორიაზე იქნება ლაპარაკი, ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და 400 000 ლარად არის შეფასებულია. ხუთ მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა ლაპარაკი, შენობას “აწარმოე საქართველოში” ფარგლეთბში გადავცემთ და დაახლოებით 8-9 თვეში აშენდება საწარმოო.

ანუ გადაწყვეტილება მიღებულია?

დიახ. კომპანიის წარმომადგენელი სეჩიმ სარანდი მესაუბრა და მითხრა, რომ ZARA-ს აშენებაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

მივიღე დადასტურება, რომ საწარმოში 1000 ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებენ და ამის გარანტიას ჩვენგან ითხოვენ. გურიაში ZARA სერიოზულად ჟღერს. მე მგონი სასიხარულო ამბავი გველოდება ყველას.

“ზარა” მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-მდე მაღაზია აქვს. წლის განმავლობაში კი კომპანიაში იქმნება 10 000 – ზე მეტი ახალი მოდელი.

Comments
Loading...