ოზურგეთში ტრენინგი სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლებისთვის ფონდ ‘’აი ია’’-ს ინიციატივით ჩატარდა

478

საქველმოქმედო ფონდ "აი ია"-ს  ინიციატივითა და ხელშეწყობით სმენადარღვეულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ქალაქ ოზურგეთში ორდღიან ტრენინგს ატარებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმცაის ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ტრენინგი სახელწოდებით "კოხლეარული იმპლანტაცია – მძიმე სმენადაზიანების  რეაბილიტაციის ყველაზე  ეფექტური მეთოდი",  ადგილობრივი სკოლების ინკლუზიური პედაგოგების,  საბავშვო  ბაღების პედაგოგებისა და დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების მშობლებისათვის ტარდება.

აღნიშნული პროექტი  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი  ბეგლარ სიორიძე ტრენინგის მიმდინარეობის პროცესს უშუალოდ გაეცნო:

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს  ქალაქში მცხოვრები  სმენადაზიანებული ბავშვების მშობლებისა და  ასეთი ბავშვების პედაგოგებისათვის  მსგავსი სახის ტრენინგი ტარდება.  ვფიქრობ,  ამ შეხვედრას ინფორმაციულობის  გაზრდის  თვალსაზრისით ნაყოფიერი შედეგი ექნება.  მადლობას ვუხდი  ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც აღნიშნული ფონდისა და სხვა  არაერთი მსგავსი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია და ჩვენს ქვეყანაში მრავალ სასიკეთო საქმეს უდგას სათავეში".

თამარ კირვალიძე, ფონდ "აი ია"-ს  აუდიოვერბალური თერაპევტი:

"ჩვენი ტრენინგით სმენადაზიანებული ბავშვების მშობლები და  პედაგოგები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა არის სმენის პრობლემა, როდის შეიძლება მოხდეს ადრეული ინტერვენცია, რა არის სმენის აპარატი  და როგორ ეხმარება ის ბავშვს,  როგორც სოციუმში არსებობისას, ისე სასწავლო პროცესისას".

საქველოქმედო ფონდი "აი ია" მსგავსი სატრენინგო კურსის ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

Comments
Loading...