ნუცუბიძის N221-ში და ფალიაშვილის N78 ა-ში ლიფტები განახლდა

57

ვაკის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, ახალი სამგზავრო ლიფტები ნუცუბიძის N221-ში და ფალიაშვილის N78 ა-ში დამონტაჟდა.

პროექტების ფარგლებში, განახლდა ლიფტების სხვადასხვა მექანიკური დეტალი, დამონტაჟდა ახალი კაბინა, კარები და ჩარჩოები.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 31 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდა.

Comments
Loading...