ნუცუბიძის IV მ/რ N6 კორპუსთან ასფალტის საფარი განახლდა

11

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი განახლდა. ტერიტორია 400 კვ. მ ფართობის ეზოში მოწესრიგდა – მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს-მ „ლუკრი“ შეასრულა.

პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სხვა საჭიროებებზე გაესაუბრა.

Comments
Loading...