ნუცუბიძის IV მ/რ-ში და წყნეთის ქუჩაზე წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

9

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N6-ის და წყნეთის ქუჩის N3 და N3ა-ს კორპუსების მიმდებარედ, წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კორპუსების ტერიტორიაზე სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებისას, მისი ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

Comments
Loading...