ნუცუბიძის IV მ/რ-ის N25,26,27,28 კორპუსების მიმდებარედ ტროტუარი ეწყობა

20

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ნუცუბიძის IV მ/რ-ის N25,26,27,28 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ვაკის გამგეობის დაკვეთით, აღნიშნულ მოსამართზე ტროტუარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – მოეწყობა ახალი ბორდიური და დაიგება ასფალტის საფარი. 

სამუშაოებს შპს „ლუკრი“ აწარმოებს. ტროტუარის ფართობი, დაახლოებით 400 კვ. მეტრს შეადგენს.

გარდა ამისა, გზების მოწესრიგება ბეთანიაში მიმდინარეობს. კერძოდ, სამუშაოები წერეთლის, დუმბაძის და ჭავჭავაძის ქუჩაზე ხორციელდება.

Comments
Loading...