ნუცუბიძის III მ/რ-ში პარკის რაებილიტაცია მიმდინარეობს

8

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნება. მათ შორის, სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდება, საბავშვო-გასართობი ზონები – სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის, მოსასვენებელი პავილიონები და სხვა ურბანული ავეჯი.

მოეწყობა შადრევანი, დაირგვება მცენარეები.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...