ნუცუბიძის III მ/რ-ში პარკის კეთილმოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს

13

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, შეიქმნება სხვადასხვა გასართობი და სპორტული ზონა.

მოეწყობა შადრევანი, დაირგვება სხვადასხვა მცენარე. პარკის ტერიტორია 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაიონის ტერიტორიაზე, მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნაა.

Comments
Loading...