ნუცუბიძის I მ/რ-ში და ვაჟა-ფშაველას II კვარტალში შიდაკვარტალური ქუჩების განახლება მიმდინარეობს

12

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ამჟამად ნუცუბიძის I მ/რ-ის N5-6 კორპუსების მიმდებარედ და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N27 კორპუსთან წესრიგდება.

სამუშაოების შედეგად, ძველი საფარის დემონტაჟის შემდეგ, აღნიშნულ მისამართებზე მოეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბეტონის ბორდიური და დაიგება ასფალტის საფარი. ნუცუბიძის I მ/რ-ის N5-6 კორპუსების მიმდებარედ შიდაკვარტალური გზა 1 200 კვ. მ-მდე ფართობზე განახლდება, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N27 კორპუსთან კი, დაახლოებით, 600-მდე კვ. მ ფართობის მონაკვეთი მოწესრიგდება. შედეგად, მოქალაქეები ტერიტორიაზე კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

Comments
Loading...