ნუცუბიძის I მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ გზა განახლდა

6

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ დაზიანებული გზა განახლდა.

ტერიტორიაზე მოეწყო გზის ახალი საფუძველი, ბორდიური და ასფალტის საფარი დაიგო.

პროექტის შედეგად, კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით, 550 კვ. მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და სხვადასხვა საჭიროებებზე გაესაუბრა.

ამავე კორპუსის მიმდებარედ, ფერდობზე მოეწყო საერთო სარგებლობის კიბე და განათების ქსელი დამონტაჟდა.

Comments
Loading...