ნუცუბიძის მეორე და მესამე მიკრორაიონში ლიფტები რეაბილიტირდა

25

ვაკის რაიონში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე მისამართზე ლიფტები განახლდა. ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონის პირველი კვარტლის N5 კორპუსში, მეორე კვარტლის N5 კორპუსში და მესამე მიკრორაიონის მესამე კვარტლის N7 კორპუსში ლიფტების რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 58 000 ლარს შეადგენს.

შესრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებები განიხილა.

Comments
Loading...