ნურ-სულთანსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

8

ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში 164 PCR ნეგატიური ტესტის მქონე საერთაშორისო ვიზოტორი ჩამოვიდა.

მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI – ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრს ავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზე ღია ავიაბილეთი გადასცა.

Comments
Loading...