ნოემბერში შემოსული ფულადი გზავნილები 14.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე

539

2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 242.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (12.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.1 მილიონი აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.7 მილიონი აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

Comments
Loading...