საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი დეკემბრისათვის 26.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 37.53 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 101.98 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.83%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 139.52 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით შემცირდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 36.20 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით.
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.67% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.30%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.84%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.38%, ხოლო ევროს წილმა 14.03% შეადგინა.