ნიუ-იორკის ხელისუფლება Airbnb-ის 20 000 საცხოვრებელი ბინის შემოწმებას აპირებს

38

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ, სასამართლოს მეშვეობით Airbnb-ს (საცხოვრებელი სახლის მოკლე ვადით ქირაობის სერვისი) მოსთხოვა ინფორმაცია დაახლოებით 20 000 უძრავი ქონების ობიექტის შესახებ, რათა შეამოწმოს, ხომ არ ირღვევა ადგილობრივი კანონი საცხოვრებელი ფართის დორებით ქირაობის შესახებ.

ანალოგიური მოთხოვნა გაიგზავნა ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მსგავს სერვისს – HomeAway-ს.

“თუკი თქვენი ბინა ქირავდება ყოველდღიურად, მაშინ ეს უკვე თქვენი ბინა აღარ არის. ეს ბიზნესია”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

“თუკი Airbnb მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მასთან მუშაობს, ყველაფერს წესების შესაბამისად აკეთებს, მაშინ რატომ არ უნდა გადმოგვცენ მონაცემები ამის შესახებ?”, – აცხადებს ბლაზიო.

2016 წელს, ნიუ-იორკის ხელსუფლებამ შეზღუდეს საცხოვრებელი ფართის Airbnb-ით და მსგავსი სერვისით გაქირავების ხანგრძლივობა 30 დღით. კანონი მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა თავიანთი საცხოვრებელი ბინები არ აქციონ სასტუმროებად, რის მეშვეობითაც მათ შესაძლოა გვერდი აუარონ გადასახადების გადახდას.

გასული წლის ივლისში, ნიუ-იორკის საქალაქო საბჭომ მიიღო დამატებითი კანონი, რომელიც სერვის ავალდებულებს, 2019 წლის თებერვლიდან დაწყებული, მისგან მიიღოს ინფორმაცია ყოველთვიურად. ინფორმაცია ეხება უძრავი ქონების მესაკუთრეებსა და ქირის გადასახადებს. თუმცა, იანვრის თვეში Airbnb-მა და HomeAway-მ, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საჩივრით მიმართეს სასამართლოს და წინასწარი აკრძალვის მიღება შეძლეს. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ამ კანონით ირღვევა მათი უფლებები.

Comments
Loading...