ნიუ-იორკის უმსხვილესმა სამედიცინო პროვაიდერმა 1 400 თანამშრომელი დაითხოვა

4

ნიუ იორკის შტატის სამედიცინო მომსახურეობის უმსხვილესმა პროვაიდერმა კომპანია Northwell Health-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო 1 400 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters აღნიშნავს,  ჯანდაცვის კომპანიას 76 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

ნიუ იორკის შტატში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გასული კვირიდან გახდა. ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს კიდევ რამდენიმე შტატში, მათ შორის კალიფორნიაში.

კომპანია Northwell Health-მა თავისი თანამშრომლობისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო ჯერ კიდევ აგვისტოში გახადა, ვიდრე ამას შტატის ხელისუფლება გამოაცხადებდა.

Comments
Loading...