ნინო ჯავახაძე: ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

301

საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მაიკლ ქაუგილის საავტორო პუბლიკაციაზე, რომელიც  ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესგარემოს შეფასება ხდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ და ეს განსაკუთრებით მისასალმებელია.

"გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკლ ქაუგილი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს. განსაკუთრებით მისასალმებელია,  როდესაც ესეთი შეფასება ხორციელდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ  დამოუკიდებელი მხარის მიერ. ნამდვილად დადებითია ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ამას ადასტურებს დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის მიხედვით, 2017 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7%-ია, ხოლო მხოლოდ სექტემბრის მაჩვენებლებით გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა", – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე შეფასებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად,  ამერიკასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს.

Comments
Loading...