ნინო ენუქიძემ საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველო – ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ქვეყნის ლიბერალურ საგადასახადო და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოზე ისაუბრა. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლიბანის საქმიანი წრეების დაახლოებას. ნინო ენუქიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის. ფორუმის დასრულების შემდეგ, B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ლიბანის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ერთობლივ ბიზნეს ინიციატივებზე იმსჯელეს. ბიზნეს ფორუმს საქართველოს მთავრობის, აგრეთვე ქართული და ლიბანური კომპანიებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...