ნინი ბადურაშვილი: ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ანგარიშზე ყოველ თვე დამრიცხვოდა ერთნაირი ჰონორარი – 120 ან 130 ლარი

36

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „პრაიმ შოუ“ საავტორო უფლებებზე საუბარს დაეთმო. სტუდიაში, მუსიკის და კინოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, ავტორებმა, რეჟისორებმა, შემსრულებლებმა და იურისტებმა, სფეროში არსებულ პრობლემებზე და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა საავტორო უფლებების ახალი ასოციაციის „გერას“ შექმნის მიზეზებზე და ძველი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დასვა კითხვები:

„მეგონა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცაში კარგი შემოსავალი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა. ეს იყო წლების წინ, როდესაც დაარსდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოცოაცია“.

ნინი ბადურაშვილმა კითხვით „ჯისიეის“ წარმომადგენელს მიმართა: „რამდენად გამჭვირვალეა თქვენთან პროცესები, მე ახლა აღარ ვარ თქვენთან, გადავედი „გერაში“, რომელმაც მეტი სანდოობა მოიპოვა ჩემში, მათთან თანამშრომლობა ბევრად უფრო სანდოა.

ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სამ თქვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ დამრიცხვოდა მხოლოდ 120 ლარი. რა პრინციპით ითვლებოდა ჰონორარი, ან როგორ ხდებოდა და დღეს რა ხდება ეს თქვეთან?

თუ შეიძლება მოგვიყვეთ, როგორ შეიძლებოდა, რომ ყოველთვის  ჩემს ანგარიშზე ყოფილიყო 120 ლარი ან 130 ლარი?“

Comments
Loading...