ნიკოლას მადურო: აშშ-მა ვენესუელისთვის სანავთობო კომპანიის მოპარვა გადაწყვიტა

29

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი სანქციები ისე არის მიმართული, რომ ქვეყანამ კონტროლი მოიპოვოს კომპანია Citgo-ზე, რომელიც ნაციონალური სანავთობო კომპანია PDVSA-ს ამერიკული განყოფილებაა.

“დღეს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელისთვის Citgo-ს მოპარვა გადაწყვიტა”, – აცხადებს მადურო.

მისი თქმით, PDVSA მიიღებს შესაბამისს იურიდიულ და პოლიტიკურ ზომებს, რათა დაცული იყოს ვენესუელის ინტერესები აშშ-ში.

აქამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რის შედეგადაც მისი აქტივები, რაც 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, გაყინული იქნება. ამასთან, მისი შვილობილი კომპანია Citgo მუშაობის გაგრძელებას მაინც შეძლებს იმ შემთხვევაში, თუკი თანხას არ გადასცემს PDVSA-ს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ხუან გუაიდომ, განაცხადა, რომ შეცვლის PDVSA-ს და Citgo-ს ხელმძღვანელობას.

ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოაცხადა და ხალხს ახალი არჩევნების ჩატარებას დაპირდა. მას მხარს უჭერენ და აღიარებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, კანადა, ავსტრალია, ლათინური ამერიკა და მათ შორის საქართველოც. რაც შეეხება მადუროს, მისი მხარდამჭერები არიან რუსეთი, კუბა, ბოლივია, ნიკარაგუა, სალვადორი და ირანი.

Comments
Loading...