ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი უფასო კონსულტაციებს გამართავს
გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი, გერმანიის ცვიქაუს პარაცელსიუსის კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი ნეიროქირურგი, ფუნქციონალური ნეიროქირურგიის და ნეირო-ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ასლან გერმანიშვილი ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე 21 წლამდე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები.
- 2 და 3 ოქტომბერი – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო,
- 9 ოქტომბერი – ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრი