ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N79-ში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N79-ში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1 620 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 71 567 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

Comments
Loading...