ნაძალადევის რაიონში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს 5 467 სასურსათო ნობათი გადაეცა

51

ნაძალადევის რაიონში არსებულ 10 უფასო სასადილოში სააღდგომო ნობათების გაცემის პროცესი დასრულდა. სასურსათო პაკეტი, სულადობის მიხედვით, 2 242 სოციალურად დაუცველმა ოჯახმა, 7 557 ბენეფიციარმა გამგეობისგან მიიღო.

იმ მოქალაქეებს, ვინც რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან და სახლიდან ვერ გამოდიან, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ნობათები სახლში მიუტანეს. ერთ-ერთ მრავალსულიან ოჯახს სასურსათო პაკეტები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გადასცა.

„ასეთ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება. თბილისის ათივე რაიონის გამგეობა აღდგომის დღესასწაულის წინ სასურსათო პაკეტებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყოველწლიურად ეხმარება. წელს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, განსხვავებულ რეჟიმში მოგვიწია ამ პროცესის მართვა.

გამგეობის თანამშრომლები, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები და ასევე, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ნაძალადევის რაიონში არსებულ ათივე სასადილოს გარე პერიმეტრს აკონტროლებდნენ, რომ მოქალაქეებს დაეცვათ დისტანცია. ნობათების გაცემის პროცესში დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
რაიონში მცხოვრებ სოციალურ დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან 5 467 სასურსათო პაკეტი გადაეცა. აღნიშნული პროგრამისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 258 879 ლარი გამოყო.

Comments
Loading...