ნაძალადევის რაიონში კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) XI მ.რ. II კვარტალში, N36ა და N39 კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 1 600 კვ.მ ფართობზე ასფალტის ერთფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ზღვის უბანში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოებს უკვე ვასრულებთ. ამ გზით ოთხი კორპუსის მოსახლეობა, დაახლოებით 300 ოჯახი სარგებლობს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 86 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

Comments
Loading...