ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

333

ხვალ, 25 აპრილს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია, თორნიკე ერისთავის და ცოტნე დადიანის ქუჩების კვეთაზე, ასევე ცოტნე დადიანის ქუჩა N103-თან, ევროსტანდარტის წყლის წნევის რეგულატორებს დაამონტაჟებს. შედეგად, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის  წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც ხვალ, 25 აპრილის საღამოს 19:00 საათიდან, 26 აპრილის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ცოტნე დადიანის ქუჩის ნაწილს, თორნიკე ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ღრმაღელეს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, დილი 09:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  http://www.gwp.ge.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...