“ნატახტარსა” და “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” შორის მემორანდუმი გაფორმდება

392

9 ივნისს, 11:00 საათზე, "ჯეპრას" კომპეტენციის ცენტრში (მის: თბილისი, მ. ალექსიძის #3)  კომპანია "ნატახტარსა" და  "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის"  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე მაია მგელიაშვილი და კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. 

თანამშრომლობის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. ღონისძიებას დაესწრებიან კოალიციის საბჭოს წევრები, "ფონდი ნატახტარის", "ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს", კომპანია "ნატახტარის" და მედიის წარმომადგენლები. 

კოალიციისა და ფონდის ერთობლივი მუშაობის მიზანი იქნება მექანიზმის შექმნა და რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარება და გაძლიერება. ადვოკატირების კამპანია ასევე ითვალისწინებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყობა ასევე მედიავორკშოპი და სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. 

კომპანია "ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა "ფონდი ნატახტარი" და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 747 857 ლარი და 300-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი – საქართველოს" მიერ, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი 41 ორგანიზაციის  გაერთიანება, რომლის მიზანია  ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა. კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგნეს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ  და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით.

Comments
Loading...