ნანა ტოხვაძე ჰერბერტ ზალბერის ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება

386

"გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს" წევრი, ნანა ტოხვაძე, გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება.

"მოვლენები, რომლის მომსწრენიც ჩვენ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გავხდით, მიანიშიშნებს, რომ "ქართული ოცნება" არაღიარების პოლიტიკას, შეგნებულად ცვლის შერბილებული ოზიციებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს გადასცეს განგაშის სიგნალი. დიპლომატიური ბერკეტების არგამოყენება და უსწრაფესი, მკაცრი რეაგირების არ ქონა, ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია მყარი პოზიცია. ამის მაჩვენებელია უახლესი პერიოდში განვითარებული მოვლენები- ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში და ლუჟკოვის  – საქართველოში.  მიუხედავად იმისა, რომ უხეშად დაირღვა საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩვენ ვერ დავინახეთ სათანადო რეაგირება", – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

მისივე თქმით, დიპლომატთა ოფიციალური ვიზიტები არ იგეგმება ერთ დღეში. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ ეს იყო, ერთგავარად ნიადაგის მოსინჯვა, შემდგომი რეაქციების გათვლის მიზნით.

Comments
Loading...