ნანა ტოხვაძე: ჩვენ შეგვიძლია გადაცარჩინოთ 500 ზეტი სიცოცხლე ყოველწლიურად

394

"სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველოს" ოფისში, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, 2016 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 581 ადამიანი, მათ შორი 154 ქვეითი, ხოლო დაშვდა 9951 ადამიანი. მისი თქმით 2015 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა  7% არის გაზრდილი.

"ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოა. ჩვენი გუნდი მუშაობს ამ თემაზე და მზად ვართ, დედაქალაქის მერიას შევთავაზოთ პრობლემის გადაჭრის ალტერნალიული, სრულიად ინოვაციური გზები. პირველ რიგში საჭიროა, მოხდეს ზებრა გადასასვლელების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, ქალაქის მერიამ უზრუნველყოს, ზებრა და მიწისქვეშა გადასასვლელების სავალდებულო საგზაო ნიშნებით აღჭურვა, თბილისის ყველა უბანში. ჩვენ მზად ვართ, წარვადგინოთ ჩვენს მიერ მომზადებული, დამუშავებული პროექტი მერიის მთავრობის უახლოეს სხდომაზე", – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

"ახალი საქართველოს" წევრების განცხადებით, უახლოეს მომავალში, ისინი დაიწყებენ საინფორმაციო კამპანიას, ქვეითთა უსაფრთხოებისათვის.

შეგახსენებთ, "სამოქალაქო პლატფორმა-ახალმა საქართველომ" რამდენიმე კვირის წინ, თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. დაკომპლექტდა რამდენიმე სამუშო ჯგუფი. 1 კვირაში, შემუშავებული გეგმა, საჯაროდ წარედგინება დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს. 

Comments
Loading...