ნამახვანი ჰესის პროექტი შეამცირებს სასათბურე აირის, ნახშირორჟანგის ემისიას წელიწადში 700 000 ტონით

233

 

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად საქართველოში სასათბურე აირის, ნახშირორჟანგის გამოყოფა ყოველწლიურად დაახლოებით 700 000 ტონით შემცირდება, რაც CO2-ის, 7 %-ით ემისიის ექვივალენტურია. თუ ნამხვანი ჰესი ჩანაცვლდება ნახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურით, რომელიც იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ნახშირორჟანგის გამოყოფა წლიურად 14%-ით გაიზრდება.

ნამახვანი ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ 2015 წელს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას. ნამახვანი ჰესი უზრუნველყოფს  სისტემის სტაბილურობას და მოქნილობას იმდაგვარად, რომ გამარტივდეს მზის და ქარის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოს ენერგოქსელში და ამავდროულად შემცირდეს CO2-ის გამოფრქვევა ქვეყანაში.

პროექტი ხორციელდება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად. პროექტში ჩართული არიან პროფესიონალი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას ტექნიკური კონსულტანტია შვეიცარული კომპანია Stucky, გარემოს და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის მრჩეველია ფრანგული კომპანია CLR.

ნამახვანი ჰესი  საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია განახორციელებს.

Comments
Loading...