ნათია თურნავა: საქართველოში პურის ფასის გაძვირების წინაპირობას ვერ ვხედავთ

138

ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მეწარმეები პურის ფასის მომატებას ვარაუდობენ.

“ჩვენ ვერ ვხედავთ წინაპირობას, რომ პური გაძვირდეს საქართველოში. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

თუ რამე პრობლემა დაიბადა, მზად ვართ საკონსულტაციოდ. ასევე ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს. კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემთ საშუალებას, შეამცირონ თავისი დანახარჯები და შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასები”,- განაცხადა თურნავამ.

Comments
Loading...