ნათია თურნავა: საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.