ნათია თურნავა: საკრედიტო – საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული

52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაზუსტდა დებულება, რომელიც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვას საკრედიტო – საგარანტიო სქემაში.

მინისტრის განცხადებით, ინდმეწარმეებსა და კომპანიებს, რომელებიც სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით, ასევე შეუძლიათ ჩაერთონ საკრედიტო – საგარანტიო სქემაში.

„ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდმეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ,“ – განაცხადა მინისტრმა.

Comments
Loading...