ნათია თურნავა: მერიას 400 000 ლარი ასიგნება გამოეყოფა, რათა საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი ჩართოს

13

„თბილისის მერიას 400 000 ლარი ასიგნება გამოეყოფა, რათა საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი ჩართოს“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„როგორც იცით, პანდემიამდე მუსიკოსები და კულტურის მოღვაწეები ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო და საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა ისინი მოკლებულები არიან ასეთ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვები კრძალავს რესტორნების ფუნქციონირებას. ასევე მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საახალწლო საკონცერტო ღონისძიებების გამართვა. შესაბამისად, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსები, ვინც ამ შესაძლებლობას მოკლებულია“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც ძალიან დაეხმარება კულტურის მოღვაწეებს.

Comments
Loading...