ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ახალი მმართველობითი, დემოკრატიული და ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული

7

„ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში დაამკვიდრა ახალი მმართველობითი, დემოკრატიული და ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული და დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ მესამე მიანიჭა ნდობის მანდატი „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან, რითიც ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა, მთავარი ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი, იმავდროულად დიდი ქველმოქმედი და დღევანდელი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან მისი პოლიტიკაში მოსვლის და წასვლის თვითონ პროცესი იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი.

„ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები. მან და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანეს ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილეს მმართველობით სადავეებს. ამ წლების განმავლობაში მან დაამკვიდრა ახალი მმართველობითი, დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული. დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ქართლმა საზოგადოებამ მესამედ მიანიჭა ნდობის მანდატი ისევ „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა, მთავარი ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბულური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...