ნავთობის ფასი რეკორდულად მცირდება

4

მსოფლიო ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება, ოქტომბრის შემდეგ პირველად, ბარელზე 78 დოლარამდე ჩამოვიდა.

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0,2%-ით შემცირდა და ბარელზე 78,74 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%%-ით არის დაკლებული და ბარელზე 75,91 აშშ დოლარად ბარდება.

გასულ კვირაში Brent-ის ღირებულება ჯამში 3.6%-ით შემცირდა, ხოლო WTI-ის – 5.8%-ით.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

OPEC +-ის მინისტრებმა, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, ერთხმად გადაწყვიტეს გეგმას მიჰყვნენ და ნავთობის მოპოვება დაგეგმილზე მეტად არ გაზარდონ.

Comments
Loading...