ნავთობის ფასი გაიზარდა

3

მას შემდეგ, რაც OPEC-მა 2021-2022 წლებში ნავთობის წარმოების პროგნოზი შეამცირა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.66%-ით გაიზარდა და ბარელზე 83,73 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.66%-ით არის მომატებული და ბარელზე 80,97 აშშ დოლარად ბარდება.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ღირებულება სამ ციფრიანი ნიშნულს მიაღწევს.

ნავთობის ფასების ზრდა მეტწილად განპირობებულია იმით, რომ აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ენერგეტიკული რესურსების დეფიციტია. გარდა ამისა, ბუნებრივი გაზის ფასების ზრდა აიძულებს ენერგიის მწარმოებლებს შეცვალონ სუფთა საწვავი ნავთობით.

OPEC +-ის მინისტრთა მონიტორინგის კომიტეტმა ალიანსს ურჩია ნავთობის მოპოვების გაზრდის წინა გეგმა დაიცვას, რომელიც ყოველთვიურად, დღეში 400 ათასი ბარელით წარმოების გაზრდას ითვალისწინებს.

Comments
Loading...